1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს ოზურგეთის საკანცელარიო მაღაზიის მოვაჭრეების, მოსე თალაკვაძისა და სტანისლავ კალატოზიშვილის, თხოვნა, გამგეობას მათთვის კრედიტი 200-დან 400 მანეთამდე გაეზარდა. გამგეობამ ცნობების წადგენისა და განხილვის შემდეგ თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20694 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20694]; წვდომის თარიღი: 2019-09-16