1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი გუდაუთაში განყოფილების გახსნის შესახებ და ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ინსტრუქციის მიხედვით აუცილებელი იყო გუდაუთაში მცხოვრები 30 ადამიანი მაინც ყოფილიყო საზოგადოების წევრი, გუდაუთელები კი სოხუმის განყოფილების წევრებად იყვნენ ჩაწერილები. გამგეობამ მათ გაუგზავნა ცნობები და დარიგებები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20703 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20703]; წვდომის თარიღი: 2019-08-19