1898 წლის 12 ივნისს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომას ესწრებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 32.80 მანეთი, მოსე თოიძეს — 56.88, სერგეი მელკუროვს — 36, ივანე რატიშვილს წინარეხში წასასვლელად — 7  და გრიგოლ ყიფშიძეს თიანეთში წასასვლელად — 12 მან. გამგეობამ გადაიხადა საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც სულ 227.87 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20708 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20708]; წვდომის თარიღი: 2019-10-16