1912 წლის 31 ივლისს თბილისის ნოტარიუსმა, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამოწმა განსვენებული იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის ამსრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელსაც ხელს აწერდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ვალერიან გუნია, სოფრომ მგალობლიშვილი, ანდრია ღულაძე და ნიკოლოზ ლომოური. ნოტარიუსმა №8966 რეესტრის №137 დებულებით დაადასტურა წარმდგენელთა კანონიერი უფლებაუნარიანობა იურიდიული აქტების გაფორმებისა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20777 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20777]; წვდომის თარიღი: 2019-09-16