1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. წერილს ხელს აწერენ: ივან აბულოვი, ალექსანდრე ბატაშვილი, ნიკოლოზ ჭუჭუხაშვილი, მირიან, თამაზ, მიხეილ და ლევან ჯანაშვილები, გიორგი, ნიკოლოზ, ვასილ, კოსტა, მოსე და გევორქ ოქრიჯანაშვილები, ნიკოლოზ და ვასილ ნურაშვილები. თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20779 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20779]; წვდომის თარიღი: 2020-02-23