1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის საურთიერთო ნდობის ბანკს, ილია ჭავჭავაძის ფონდის შესაქმნელად ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ. მიმართვას ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20799 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20799]; წვდომის თარიღი: 2019-09-17