ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20807

ფაქტი 20807

სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ალექსი პაპიაშვილი, კ. პაპიაშვილი, ზაქარია პაპიაშვილი, შიო პაპიაშვილი, მათე პაპიაშვილი, მიხეილ პაპიაშვილი, სიმონ პაპიაშვილი, ალექსანდრე პაპიაშვილი, ვაჩნაზ ოქრიჯანაშვილი, მიხაილ ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი კუჩოშვილი, მიხაილ კუჩოშვილი, მოსე ბაბაჯანაშვილი, ტიმოთე გამხარაშვილი, აბელ გამხარაშვილი, კოსტა გამხარაშვილი, ივანე აბულაშვილი, ნიკოლაი ყულოშვილი, თევდორე ყულოშვილი. ზემოდასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს იასე ოთარაშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20807; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .