1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20919 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20919]; წვდომის თარიღი: 2019-11-12