1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს 52 მანეთი გადასცა, არისტო ქუთათელაძეს – 56, მაქსიმე შარაძეს – 39 მან. გარკვეული თანხა საზოგადოების წიგნებისთვის მარკების, ყდისა და კარიკატურების დასამზადებლად გასცეს. ჯამში გამგეობის ხარჯმა 233.10 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20933 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20933]; წვდომის თარიღი: 2019-10-14