1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 37-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და ილია ჭავჭავაძე; სხდომაზე გამგეობამ არჩილ ქუთათელაძეს წიგნების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.40, დურგალ დ. ნონიკაშვილს – 65, გადაიხადეს საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 187 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20936 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20936]; წვდომის თარიღი: 2019-10-16