1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მთავარ გამგეობასა და განყოფილებებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად საქმეთა წარმოების ერთიანი წესების შემოღება გადაწყვიტა. მიზნის განსახორციელებლად ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ – სამტრედიისა და ლანჩხუთის განყოფილებათა, ხოლო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თელავისა და ზესტაფონის განყოფილების რევიზია ჩაატარა. სარევიზიო მოხსენებები საზოგადოების გამგეობამ განიხილა და შეტანილი შენიშვნებით განყოფილებებს სახელმძღვანელოდ გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20972 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20972]; წვდომის თარიღი: 2020-02-23