1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სამშენებლო კომიტეტს სესხად 1 800 მანეთი მისცა, მთავარ გამგეობას გაუგზავნა – 954. 68, დარჩენილი 923. 76 მანეთი წვრილმან ხარჯებსა და განათება-გათბობაზე დახარჯა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1889. 82 მანეთი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21116 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21116]; წვდომის თარიღი: 2020-04-04