1884 წლის 27 ივლისს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სკოლას უგზავნიდა შემდეგ სასწავლო წიგნებსა და ნივთებს: „კუნწულას“, „ხომლს“, 3 ცალ „დარიგებას“, 3 დავთარს, 36 ფანქარს, მუყაოს სურათებს და ცარცს.

წყარო: მიწერ-მოწერა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორთან და ი. მეუნარგიას მოხსენება სოფ. თონეთში სკოლის გახსნის შესახებ | 1880-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21206 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21206]; წვდომის თარიღი: 2019-11-15