ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1907 წლის 9 დეკემბერს საზოგადო კრებამ აირჩია კომისია ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის შემადგენლობით, რომელთაც საზოგადოებასთან ერთად უნდა ემუშავათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საქმეზე. კომისიამ გამგეობასთან ერთად დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა-მუზეუმი დროებით დარჩენილიყო ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში და არ გადასცემოდა საისტორიო საზოგადოებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21221 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21221]; წვდომის თარიღი: 2019-09-19