1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე წარადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ სახელმძღვანელოები და სხვა საკითხავი წიგნები მათთვის მაღაზიაში გასაყიდად ღია ანგარიშით გაეგზავნათ. გამგეობამ დაადგინა, რომ თელავის განყოფილებას ჯერ ანგარიში წარედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21285 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21285]; წვდომის თარიღი: 2019-08-20