1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ ალაგირში მცხოვრები საზოგადოების რწმუნებულების: პეტრე მეტრეველისა და ანდრია კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ალაგირის სკოლისთვის დაენიშნა შემწეობა თვეში 10-დან 20 მანეთამდე. გამგეობამ სკოლას შემწეობად 15 მანეთი დაუნიშნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21434 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21434]; წვდომის თარიღი: 2020-02-28