1918 წლის ივლისში საქართველოს რესპუბლიკის საქმეთთა მმართველმა სარგის კაკაბაძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისწერა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ მთავრობისგან 29 ივლისის სხდომაზე მიეწოდათ და ეროვნულ საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო | ფონდი 1938 | ანაწერი 1 | საქმე 15
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2152 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2152]; წვდომის თარიღი: 2019-06-24