1918 წლის 30 ივლისს კანცელარიის დირექტორმა გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიამ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ეროვნულ საბჭოს კანცელერიაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ეროვნულ საბჭოს სთხოვდა მთავრობის მიერ დადასტურებული შემდეგი კანონპროექტების განხილვას: „კანონპროექტი კანონთა გამოქვეყნებისა", „კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ" და „კანონპროექტი 1914 წ. 16 დეკემბრის დროებითი კანონის/ ზოგიერთ არსებულ გადასახადთან გადიდების მოქმედების გაგრძელების შესახებ 1919 წლის 1 იანვრამდე".

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო | ფონდი 1938 | ანაწერი 1 | საქმე 15
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2153 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2153]; წვდომის თარიღი: 2019-06-20