1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველდაწყებითი უმაღლესი სკოლების ნაციონალიზაცია მთელ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ პირველ კლასში განხორციელდა.

წყარო: მოხსენებები და მიმოწერა სკოლების გაეროვნულების, საშუალო სკოლების მასწავლებელთა კურსების მოწყობის, სახელმძღვანელო და საბავშვო ლიტერატურის გამოცემის უზრუნველყოფის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21680 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21680]; წვდომის თარიღი: 2019-09-21