ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობა (მდივანი სამსონ ფირცხალავა) აკმაყოფილებს ქუთაისის ფილიალის გამგეობის 6 ოქტომბრის თხოვნას და აცნობებს, რომ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილია 6 განყოფილება: ბათუმში, სენაკში, სამტრედიაში, ხონში, ყვირილასა და ჭიათურაში. წერილში წარმოდგენილია ექვსივე განყოფილების გამგეობათა წევრების სია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21843 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21843]; წვდომის თარიღი: 2019-09-17