1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.

წყარო: მიწერ-მოწერა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორთან და ი. მეუნარგიას მოხსენება სოფ. თონეთში სკოლის გახსნის შესახებ | 1880-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21849 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21849]; წვდომის თარიღი: 2019-11-15