ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21865

ფაქტი 21865

1921 წლის 26 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის რწმუნებული სამსონ დათეშიძე სთავაზობს ამხანაგობის ყველა გამოცემას საკომისიოდ. დათეშიძის აზრით პროცენტის დაკლების შესახებ საკითხის განხილვას ამხანაგობის წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა. გამგეობამ დაადგინა წიგნების საკომისიოდ მიღება 40%-იანი ფასდაკლებით. გამოცემებზე ფასის მომატება მხოლოდ გამგეობასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. გამგეობა პასუხს არ აგებდა წიგნების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21865; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .