1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის ინფორმაციული ხასიათის მოხსენება, საზოგადოების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა: საზოგადოების სახელწოდება შეცვლილიყო შემდეგი სახელწოდებით: „წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება“ და ამის შესახებ გაზეთში გამოეცხადებინათ, წერა-კითხვის საზოგადოების არქივი კი გადაეცათ უნივერსიტეტისთვის. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

წყარო: წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომების ოქმები და ჟურნალები | 1926-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22179 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22179]; წვდომის თარიღი: 2019-06-20