1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ თუ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება და სახელმწიფო უნივერსიტეტი პირვანდელ სახეს შეიცვლიან, მაშინ წიგნსაცავ-მუზეუმი ისეთ ქართულ დაწესებულებას უნდა გადაეცეს, რომელიც მას უპატრონებს და მიზანშეწონილად გამოიყენებს. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22309 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22309]; წვდომის თარიღი: 2019-06-16