1921 წლის 1-ლ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიისა და მაღაზიის მომსახურეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრების წარდგენა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს შიო დედაბრიშვილმა, თევდორე კიკვაძემ და იოსებ გიორგობიანმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22334 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22334]; წვდომის თარიღი: 2019-08-20