1881 წლის 19 დეკემბერს მასწავლებელი გიორგი აღნიევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ შილდის სკოლისა და მოსწავლეთათვის საჭირო იყო „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (კალანდარიშვილის თარგმნილი, გოგებაშვილის რედაქციით) – 28 წიგნი, „ბუნების კარი“ – 20 წიგნი, საღმრთო წერილის სურათები, შვედური საანგარიშო, 20 ცალი ასპიდის დაფა, 6 დუჟინი ფანქრები, ორი კოლოფი კალმები, 40 საწერი კალამი, ერთი ოზმა ქაღალდი N6, უფრო მეტი N7 და სათამაშოები ყმაწვილებისთვის.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22479 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22479]; წვდომის თარიღი: 2020-02-18