1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 43 მოსწავლე იყო, მაგრამ წლის განმავლობაში, ოჯახური მდგომარეობისა და ავადმყოფობის გამო, 22 ბავშვი სკოლიდან გავიდა, დარჩენილი 21 მოსწავლიდან 11 II კლასში გადავიდა, 8 – III-ში, 2 კი პირველ კლასში დარჩა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22750 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22750]; წვდომის თარიღი: 2020-01-21