1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი სთხოვს ავანსად თავისი ჯამაგირიდან 300000 მანეთს, რომელიც გადახდილი იქნება ნაწილ-ნაწილ 1-ლი ნოემბრიდან ათი თვის განმავლობაში. განჩინებით კარიჭაშვილის თხოვნა დაკმაყოფილდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22977 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22977]; წვდომის თარიღი: 2019-06-18