1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23422 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23422]; წვდომის თარიღი: 2019-09-19