1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება ბევრ დროს ართმევდა საზოგადოებას და ამიტომ, ეს საქმე უნდა გადაებარებინათ თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის. ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისაგან გათავისუფლდებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23465 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23465]; წვდომის თარიღი: 2019-06-26