1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა სკოლის ნაკლოვანებებს და გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23483 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23483]; წვდომის თარიღი: 2019-06-20