1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ სექტემბრის თვეში გერგეთის სკოლის პედაგოგებს საზოგადოებისთვის 2-ჯერ უთხოვიათ 82 მანეთის წიგნების გაგზავნა, თუმცა გამგეობას ეს საკითხი დროის სიმცირის გამო ვერ განუხილავს, ამიტომ კანცელარიას გერგეთის სკოლისთვის გაუგზავნია შედარებით ნაკლები თანხის წიგნები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23516 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23516]; წვდომის თარიღი: 2019-09-23