1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენების ასლი გაეგზავნათ სოხუმის განყოფილებისთვის,  ასევე გაერკვიათ საჭირო წიგნების ფორმები, რომელსაც შემდეგ დაბეჭდავდნენ და  ყველა განყოფილების გამგეობას გაუგზავნიდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23530 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23530]; წვდომის თარიღი: 2019-09-18