1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელს სტეფანე ნიკოლაიშვილს განუცხადებია, რომ სოფლელებს მიუღიათ ცნობა ინსპექტორისგან სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელფასს გადაუხდიდნენ ხაზინის ხარჯიდან, რაზედაც მათ უარი განუცხადებიათ და თავად მასწავლებელსაც გადაუწყვეტია, რომ გადასულიყო სამინისტრო სკოლაში მეორე მასწავლებლის ადგილზე, საბოლოოდ კი ასეთი ქმედებების გამო გიორგიწმინდის სკოლა დახურულად ჩაითვლებოდა. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა ჩასულიყო სოფელში და პირადად გაერკვია საქმის დეტალები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23614 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23614]; წვდომის თარიღი: 2019-06-26