1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ნესტორ ყუბანეიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 7 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს — 147 მან., სერგი გორგაძეს — 34.05 მან., მიხეილ გედევანიშვილს — 200 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სკოლებისთვის გაგზავნილი წიგნებისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დაკრძალვის თანხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23626 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23626]; წვდომის თარიღი: 2019-08-26