1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო გამგეობა მოლაპარაკებოდა ქველმოქმედ პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებს და ეთხოვა დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ შემოწირულობა. ისინი სასტიპენდიო ბიუჯეტს ყოველწლიურად 5000 მანეთს სწირავდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23780 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23780]; წვდომის თარიღი: 2019-09-16