1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ქველმოქმედი პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიას ვადა 1916 წელს გასდიოდა და შესაძლებელი იყო ამ წლიდან გამგეობა მოლაპარაკებოდა მათ და ეთხოვა დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ შემოწირულობა, რის შემდეგაც გამგეობას საშუალება მიეცემოდა პირველდაწყებითი განათლების გასავრცელებლად გამოეყენებინა მათი შეწირული თანხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23781 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23781]; წვდომის თარიღი: 2019-09-16