1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, გაერკვიათ, ქვეყანას ყველაზე მეტად რომელი სფეროს განვითარება სჭირდებოდა და შემდეგ სწორედ იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის მიეცათ სტიპენდიები. სანაცვლოდ ისინი პირველი ხუთი წელი იმუშავებდნენ იქ, სადაც გამგეობა მოითხოვდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23792 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23792]; წვდომის თარიღი: 2019-09-16