1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. კიკალიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, კრების წევრებს შემომწირველებისთვის განეცხადებინათ, რომ შემოწირული თანხის დანიშნულება არ განესაზღვრათ და საზოგადოებისთვის დაეტოვებინათ უფლება შემოწირულობა საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ. კიკალიშვილის მოსაზრებას პავლე დავითის ძე საყვარელიძე დაეთანხმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23795 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23795]; წვდომის თარიღი: 2019-09-16