1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი „Русское Слово“, 1-ლი გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „Русское Слово“ უცვლელად 12000 ცალი და მომდევნო სხდომაზე წარმოედგინათ ამ წიგნის დაბეჭდვის პირობები. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23838 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23838]; წვდომის თარიღი: 2019-11-19