1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ გომარეთის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ მათი წინადადება სკოლაში სიმღერის კურსებისა და სკოლის შენობის მოწყობის შესახებ განსახილველად გადაეცათ სასკოლო სექციისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23873 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23873]; წვდომის თარიღი: 2019-06-26