1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყვირილაში მცხოვრები წიგნებით მოვაჭრე პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის თხოვნა 300 მანეთის კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, რომ ეთხოვათ ყვირილის განყოფილებისათვის გამგეობისთვის წარმოედგინა მოხსენება პ. კიკნაველიძის თხოვნის შესახებ, რომლითაც შეატყობინებდა გამგეობას სასურველად სცნობდა თუ არა პ. კიკნაველიძისთვის, როგორც კერძო პირისთვის, გაეხსნათ 300 მანეთის კრედიტი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23880 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23880]; წვდომის თარიღი: 2019-06-27