1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის ქალთა სახელოსნოს გამგე ელენე თარხნიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის გადაეცა 165 მანეთის წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადიხდიდნენ. გამგეობამ დაადგინა, მიეწერათ გორის განყოფილებისთვის ელენე თარხნიშვილის თხოვნის შესახებ და ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23882 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23882]; წვდომის თარიღი: 2019-06-24