ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23956

ფაქტი 23956

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ყვირილას განყოფილების გამგეობამ, რომ ქუთაისის სათავადზანაურო ბანკისგან შეიძინეს დაბა ყვირილაში არსებული სათეატრო ადგილი შენობით და ნასყიდობის შესადგენად საჭირო იყო ვექილობა მთავარი გამგეობისგან ყვირილას განყოფილების გამგეობის რომელიმე წევრის სახელზე და ასევე მათივე სურვილით ადვოკატი უნდა ყოფილიყო ყვირილას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23956; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .