1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს აუწყა, რომ გამგეობის შუამდგომლობის შედეგად 1914 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში ოფიციალურად გაიხსნა წერა-კითხვის ფილიალური განყოფილება სახელწოდებით „წერა-კითხვის საზოგადოების ცხინვალის განყოფილება“. სწორედ 25 რიცხვში აცნობა ეს ფაქტი თბილისის გუბერნატორმა გორის მაზრის უფროსს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24473 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24473]; წვდომის თარიღი: 2019-09-20