1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებას დაესწრო ორ მესამედზე მეტი დამფუძნებელი წევრი. დახურული კენჭისყრით გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გამგეობის წევრებად: იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24481 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24481]; წვდომის თარიღი: 2019-10-19