1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, სოლომონ ადამის ძე ქობულოვი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, იოსებ ადამის ძე ქობულოვი, მღვდელი იოანე შიუკაშვილი, ესტატე სულხანის ძე ვახვახიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი, მღვდელი ისიდორე პერტაია, მიხეილ ევგენის ძე რუსიშვილი და დავით გიორგის ძე აბელაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24942 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24942]; წვდომის თარიღი: 2019-10-21