ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24992

ფაქტი 24992

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წევრ-თანამშრომელთა ჯგუფმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. ამ სიაში ჩაეწერნენ დაბა ცხინვალის მაცხოვრებლები: დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ელენე გიორგის ასული მაჩაბლისა, ანა ივანეს ასული მელიქიძისა, ელისაბედ გრიშაევისა, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იოსებ გიორგის ძე გოგინაშვილი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი და ვასილ მიხეილის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24992; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .