1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს აუწყა, რომ იმავე წლის 20 სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო ვერა გიორგის ასული აბაზაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვერა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25049 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25049]; წვდომის თარიღი: 2019-10-18