1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, ანა აბელის ასული აბელაშვილი, მიხეილ საბას ძე ცისკარაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, ილია პალეს ძე გორდეზიანი და გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25095 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25095]; წვდომის თარიღი: 2019-10-22